erimedia_ravk/srX72wV4g.jpeg

თბილისის მერის მოადგილე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ სესიას დაესწრო

ამბები
თბილისის მერის მოადგილე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ სესიას დაესწრო
ამბები

თბილისის მერის მოადგილე გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ სესიას დაესწრო

erimedia_ravk/srX72wV4g.jpeg
6 ოქტ

ქალაქ სან-მარინოში ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის 83-ე სესია გაიმართა რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

სესია გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე ანდრია ბასილაიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კომიტეტის წევრებს თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმა და მწვანე სივრცეების რეაბილიტაციის პროექტები გააცნო.

„ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებით დაიწყო, თუმცა, მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად რთული, მაგრამ ამავდროულად პრინციპული გადაწყვეტილებებისა, რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის და იგი უნდა განხორციელდეს, რათა თბილისმა მდგრადი ურბანული გარემო მიიღოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით, სწორ გზაზე ვდგავართ", - განახცადა მერის მოადგილემ.

ბასილაიამ ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურულ ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი საცხოვრებელი ნაგებობების არსებობის საკითხი თბილისში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

"შენობებს გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და აღნიშნული საბინაო ფონდი ჩანაცვლებას საჭიროებს. ქალაქში ასეთი შენობების რაოდენობა 10 ათასს აღწევს და მათ ჩანაცვლებას ვგეგმავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ბასილაიამ ღონისძიების მონაწილეებს და კომიტეტის წევრებს „თბილისის, როგორც ჭკვიანი მდგრადი ქალაქის პროფილის“ დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

ურბანული განვითარების, განსახლებისა და მიწის განკარგვის კომიტეტის სესიაში ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარიაც მონაწილეობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო