erimedia_ravk/sNdv-kZIR.jpeg

თბილისის მუზუმების გაერთიანება NEMO-ს წევრია

ამბები
თბილისის მუზუმების გაერთიანება NEMO-ს წევრია
ამბები

თბილისის მუზუმების გაერთიანება NEMO-ს წევრია

erimedia_ravk/sNdv-kZIR.jpeg
22 სექ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის (The Network of European Museum Organisations - NEMO) წევრი გახდა. ინფორმაციას ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„NEMO ევროპის 40 ქვეყნის 30,000-ზე მეტ მუზეუმს აერთიანებს და პოპულარიზაციას უწევს იმ ევროპულ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მუზეუმების მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ინტეგრირებას ევროპული კულტურის ერთიან სივრცეში. 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია, ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციების დამოუკიდებელი ქსელია, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამუზეუმო საზოგადოებას წარმოადგენს.

საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, NEMO კონცენტრირებულია ექვს სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომლებიც ეხმარება მუზეუმებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში; ესენია: საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, საკოლექციო ღირებულებები, ასევე პროფესიული განვითარება და მუზეუმების გაციფრულება.

ორგანიზაციაში გაერთიანების პარალელურად, თბილისის მუზეუმების გაერთიანება სწორედ გაციფრულების ჯგუფის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე მუზეუმების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. NEMO-ს გაციფრულების ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამუზეუმო მემკვიდრეობის მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირის ციფრულ დღის წესრიგში და ევროპული მუზეუმების ციფრული შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე.

ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს მუზეუმების განუყოფლობას ევროპული ცხოვრების სტილთან და ფასეულობებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო