erimedia_ravk/a1uwJYS4g.jpeg

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს

ამბები
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს
ამბები

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს

erimedia_ravk/a1uwJYS4g.jpeg
17 ოქტ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს რიგგარეშე სხდომაზე იბარებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჯერ კალაძის ოფიციალურ პოზიციას ელოდებიან, ამის შემდეგ კი გადაწყვეტენ შეუერთდნენ თუ არა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების ამ მოთხოვნას.

"ჯერ უნდა დაველოდოთ კახა კალაძის ოფიციალურ პოზიციას, რას აპირებს ის, აპირებს თუ არა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მისი განცხადების შემდეგ იქნება ჩვენი მხრიდანაც რეაგირება. ვფიქრობთ, რომ მარტო საკრებულოში არ უნდა დავიბაროთ და არ უნდა მოვიდეს, არამედ მერიაშიც აღარ უნდა შევიდეს ეს ადამიანი," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

სხდომაზე დაბარების ფაქტს უმრავლესობაც ეხმაურება. ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების პროცესში კითხვების დასმა შეუსაბამოა.

"არავინ არავითარ პასუხისმგებლობას არ გაურბის, ყველა ღიად საუბრობს, მათ შორის დედაქალაქის მერი იმაზე, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება უშუალოდ დაბარებას ვინმეს საკრებულოში, თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამ გამოძიების პროცესში ჩვენ დამატებით კითხვების დასმა და აქ ცირკის მოწყობა სწორად არ მიმაჩნია არც პოლიტიკურად და არც მორალურად," - ამბობს ოთარ გრიგოლია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო