erimedia_ravk/jhrGTEWSR.jpeg

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა

ამბები
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა
ამბები

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა

erimedia_ravk/jhrGTEWSR.jpeg
30 სექ

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:

  • არჩილ ხომასურიძეს (რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი);
  • ჟანრი ლოლაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
  • ნუგზარ უბერს (ექიმი, პედიატრი);
  • ალექსანდრე კოტორაშვილს (ფოტორეპორტიორი);
  • რამაზ გახოკიძეს (მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი);
  • გია ბაღაშვილს (მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე);
  • გურანა გრიგორაშვილს (ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი);
  • ნანა ფაჩუაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
  • თამაზ მაღლაკელიძეს (ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
  • ამირან ქორიძეს (ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი);
  • გურამ ახალაიას (მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე);
  • მურმან ჯინორიას (თეატრისა და კინოს მსახიობი);
  • ლია სტურუას (პოეტი);
  • ლეო ანთაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
  • იმედა კახიანს (კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
  • იამზე დოლაბერიძეს (მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი);
  • ლევან ლაღიძეს (მხატვარი);
  • დავით მაღრაძეს (პოეტი, საზოგადო მოღვაწე);
  • რადიშ თორდიას (მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი);
  • ავთო მახარაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი);
  • ზურაბ ლეჟავას (სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი);
  • მანანა ახმეტელს (მუსიკათმცოდნე, პედაგოგი);
  • მამუკა ჩარკვიანს (მუსიკოსი, კომპოზიტორი);
  • ევა ბაბალაშვილს (მხატვარი, მწერალი);
  • რევაზ არველაძეს (ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი);
  • ზაზა ავალიანს (ექიმი-ფთიზიატრი).

„დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო