erimedia_ravk/yN76hHS4g.jpeg

თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 260 ოჯახს გადაეცემა

ამბები
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 260 ოჯახს გადაეცემა
ამბები

თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 260 ოჯახს გადაეცემა

erimedia_ravk/yN76hHS4g.jpeg
12 ოქტ

თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დამატებით, 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ აღნიშნა, რომ 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული.

"ძალიან მიხარია, რომ ამდენი ოჯახი გაბედნიერდა და ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა კალაძემ.

პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 25 ოჯახს, ისნის რაიონში – 43 ოჯახს, მთაწმინდის რაიონში – 11 ოჯახს, ვაკის რაიონში – 51-ს, გლდანის რაიონში – 31-ს, კრწანისის რაიონში – 9 ოჯახს, საბურთალოს რაიონში – 19-ს, სამგორის რაიონი კი, 71 ოჯახს.

თბილისის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს დაკანონების პროცედურების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.

კალაძის თქმით, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც დეტალურად გააცნობენ საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო