თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა

8 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/h85QL0G4R.jpeg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ავლევში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელი კნოლევისა და ცერონისის მცხოვრებლები.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სოფლებს სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.

„ვაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შიდა ქართლის რეგიონის გამყოფი ხაზის სოფელ ჩორჩანაში, ავლევში, კნოლევსა და ცერონისში, რომელთა მაცხოვრებლებთან დღეს გავმართეთ შეხვედრები, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განვიხილეთ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მათი შემდგომი გადაჭრის გზებზე. ასევე ვეწვიეთ სოფელ ავლევის საბავშვო ბაღს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და რომელიც უკვე ამ სასწავლო წელს, პირველად, მიიღებს 30-ზე მეტ აღსაზრდელს 3 სოფლიდან. საქართველოს მთავრობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, შემდგომშიც განაგრძობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას და მათ მხარდაჭერას მსგავსი პროექტებით და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე მორგებული მიდგომით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო