თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს

28 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/3OZ_cBZ4R.webp

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, სამშვიდობო ინიციატივების, ისევე როგორც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, განათლების მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის, მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრისა და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა და ორივე უწყების შესაბამისმა წარმომადგენლებმა.

სახელწმიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ორივე სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისა და შესაბამისი აქტივობების შეთანხმების მიზნით, განხილულ იქნა სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების საკითხები.

მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულების - სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელებაზე. თეა ახვლედიანმა და მიხეილ ჩხენკელმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებისას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებულ რეკომენდაციებზე, მოსაზრებებსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.

მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და კოორდინირებული ქმედებების გეგმები დასახეს.

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობითა და ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო