თეა ახვლედიანმა მარინა კალიურანდთან და სვენ მიქსერთან შეხვედრა გამართა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თეა ახვლედიანმა მარინა კალიურანდთან და სვენ მიქსერთან შეხვედრა გამართა
ამბებიწყარო: 1tv.ge

თეა ახვლედიანმა მარინა კალიურანდთან და სვენ მიქსერთან შეხვედრა გამართა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/KozWhyn4R.jpeg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვები.

ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო