თეა წულუკიანი - მუზეუმების ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მიხედვით, 2600-ზე მეტი ექსპონატი უკვალოდ არის გამქრალი, ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება
29 სექტემბერი, 2022
ჩვენს მიერ დასახელებული რიცხვი არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მონაცემი, ეს არის შუალედური რიცხვი. 2600-ზე ექსპონატი არის დაკარგული და ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში, ვერ შემცირდება, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ესენია ე.წ. გამქრალი ექსპონატები. გამქრალი იმიტომ, რომ ექსპონატების ის რიცხვი, რომელიც ადგილზე არ დაგვხვდა, გაცილებით მეტია. არაერთი მათგანის შემთხვევაში კვალი არსებობს - თუ სად იყო დროებით გატანილი და თუკი ისევ იქ დაგვხვდება, მათ დაბრუნებაზე მუშაობა შეიძლება. მაგრამ, რასაც კვალი არ აქვს - იყო და აღარ არის - ასეთი არის 2600-ზე მეტი. სად გაქრა, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვეცოდინება. ეს უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ამდენი წელი ეროვნული მუზეუმის გაერთიანება. ვინც ამბობდა, რომ ეს გაერთიანება სამართავად ყველაზე ეფექტურია და აღმოჩნდა, რომ ამდენი მუზეუმი ერთად ძალიან მძიმე სამართავია. როდესაც ეს ინვენტარიზაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს გადაეგზავნება პროკურატურას და იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების კვალი დადგენილი იქნება. დაკარგულია ფერწერული ტილოები, მაგალითად, გიგო გაბაშვილის ნახატები, გუდიაშვილი, აივაზოვსკი. არის ქანდაკების ფონდიდან და ქვის ფონდიდან დაკარგული ქანდაკებები. საკმაოდ დიდი პალიტრაა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრმა ამ თემაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.