თეა წულუკიანი - მზად ვარ, პასუხი ვაგო ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, ნაბიჯსა და ქმედებაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის პირობებში გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
თეა წულუკიანი - მზად ვარ, პასუხი ვაგო ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, ნაბიჯსა და ქმედებაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის პირობებში გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება
ამბებიწყარო: imedinews.ge

თეა წულუკიანი - მზად ვარ, პასუხი ვაგო ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, ნაბიჯსა და ქმედებაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის პირობებში გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NALZXYn4g.jpeg

მინდა, შევახსენო ყველას, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომ საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

„2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო შესაბამისი სახით. ამიტომ მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე. 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს, აი, რაზე ვაგებ პასუხს, ამაზე ჩაგაბარებთ ანგარიშს.

2021 წლის მარტიდან, და ეს ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა კულტურის კომიტეტში ძალიან კარგად იციან, გვადგა ძალიან დიდი ჯაფა. პრობლემა იყო, რომ როდესაც ძეგლთა დაცვის სისტემა ბოლომდე მოირღვა, ჩვენ მოგვიწია ამ შედეგებთან ბრძოლა. რაც უნდა დასაცინად, სასაცილოდ, არასერიოზულად ჟღერდეს, ჩემი პირველი ამოცანა იყო, მრავალი თვის განმავლობაში მეკვლია და მერკვია, რა მოხდა. 2008 წლიდან მოყოლებული, არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, სრულყოფილი, თორემ დოკუმენტები აქა-იქ ეყარა, ამას სხვა სიტყვა არ ერქვა. არ არსებობდა სრულყოფილი ოქმები, არსებობდა დოკუმენტები, რა გაკეთდა, როდესაც სახურავის რეაბილიტაცია დაიწყო.

იგულისხმება ის, რომ როდესაც მიმდინარეობს ველზე სამუშაოები, ყოველ დღე უნდა ხდებოდეს დოკუმენტირება, რა გაკეთდა. ეს არ გაკეთებულა. ჩვენ ვერ ვიგებდით, პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა, თუ მოხდა რაიმე პროექტის მიღმა, მაგრამ ვხედავდით იმას, რომ 2008 წელს შემუშავებული თვითონ პროექტი იყო მრავალმხრივ ხარვეზიანი. როგორც იქნა, რაც შევძელით, დოკუმენტები მოვაგროვეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ, იუნესკოსთვის შეგვეთავაზებინა სწორი ფორმულირება, ძეგლს რა სჭირდება. ჩვენ ეს შევძელით 2021 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, ორი თვე დაგვჭირდა ამისთვის. კოვიდის პირობებში, ბატონმა კახა სიხარულიძემ თავისი გამოცდილების, უნარების და იმ ცოდნის წყალობით, რა კარიერის დიპლომიც აქვს, შეძლო იუნესკო-ს დარწმუნება, რომ შეეკრა გუნდი, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორ-რესტავრატორის, ჰუგო ტონიეტის ხელმძღვანელობით და მსოფლიოში ცნობილი ტაძრის მიკროკლიმატოლოგის მონაწილეობით. მოახერხა ის, რომ ისინი ივნისში, შარშან ჩამოსულიყვნენ საქართველოში.

ეს იყო წარმოუდგენელი კოვიდის პირობებში და იმ პირობებში, რომ ბატონი ჰუგო ტონიეტი მუშაობდა ერთ-ერთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აზიაში. მან დატოვა ეს პროექტი და გადმოინაცვლა გელათში. შარშან ივლისში, უკვე მათთან ერთად, იმ მწირი დოკუმენტების საფუძველზე, რაც გვქონდა, დავიწყეთ წყლის შეღწევის მიზეზების კვლევა, რაც მანამდე არ ჩატარებულა, და საკონსერვაციო სამუშაოების გაუმჯობესების მიზნებით პირველადი რეკომენდაციის შემუშავება. მუდმივად პარლამენტიდან ვსვამდი კითხვას ბატონი ნიკა ანთიძის წინაშე, რომელიც ხელმძღვანელობდა სააგენტოს, ბატონი გიორგი გაგოშიძის წინაშე, რომელიც თურმე დიდი მეცნიერია, არის ალბათ, ვეკითხებოდი, ჩატარებული აქვს თუ არა ექსპერტიზა იმ კრამიტს, რომელიც თქვენ დააგეთ გელათზე? პასუხი იყო დიახ.

შემდეგ ვითხოვდი ამ ექსპერტიზას. ექსპერტიზის დასკვნა არ მოდიოდა და აღმოჩნდა, რომ – არა, არც ერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული არც წყლის შეღწევაზე, არც სიმტკიცეზე და არც იმ სხვა პარამეტრზე, რაც კრამიტს სჭირდება, ვიდრე ძეგლს დაახურავ.

ეს არის ის რეალობა, რომელზეც მე, რასაკვირველია, არ ვაპირებ, პასუხი ვაგო. მზად ვარ, ვაგო პასუხი ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, ნაბიჯსა და ქმედებაზე, რომელიც ჩემი მინისტრობის პირობებში გელათის სამონასტრო კომპლექსში განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება. ყველა ნაბიჯზე, ნებისმიერ ნაბიჯზე და არა მანამდე. რეალურად, ჩემი ფუნქცია და ჩემი გუნდის ფუნქცია აღმოჩნდა ის, რომ შედეგების ლიკვიდაციით ვართ დაკავებული და ვმსჯელობთ, როგორ მოვაწყოთ ახალი სახურავი და უკვე არის საიმედო გეგმები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო