თეა წულუკიანი - ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, გეგმის შესრულებას თუ გაეთიშებოდა, დააზიანებდა „ოცნებას“, სინამდვილეში, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ქვეყანას და კვლავ დაუპირისპირდნენ ევროპულ მომავალს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თეა წულუკიანი - ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, გეგმის შესრულებას თუ გაეთიშებოდა, დააზიანებდა „ოცნებას“, სინამდვილეში, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ქვეყანას და კვლავ დაუპირისპირდნენ ევროპულ მომავალს
ამბებიწყარო: 1tv.ge

თეა წულუკიანი - ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, გეგმის შესრულებას თუ გაეთიშებოდა, დააზიანებდა „ოცნებას“, სინამდვილეში, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ქვეყანას და კვლავ დაუპირისპირდნენ ევროპულ მომავალს

14 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/sMKloR74g.jpeg

სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს შეცდომა და უმრავლესობასთან ერთად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე.

„რასაკვირველია, ოპოზიციას აქვს უნარი მოსმენის, როდესაც მათ მოუწოდებენ მაგალითისთვის ბრიუსელიდან, რომ მათი ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც გულისხმობდა გათიშვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესისგან, არის პოლიტიკურად მცდარი. რეალურად, კიდევ ერთხელ სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ  არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყნას მორიგჯერ და მორიგჯერ დაუპირისპირდნენ თავიანთი ამ უპასუხისმგებლო პოზიციით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ამას მიხვდნენ, როგორც ჩანს. ასევე, მიიღეს მოწოდებები ბრიუსელიდან, რომ მათი ქცევა უპასუხისმგებლოა და ახლა ცდილობენ, ეს როგორღაც გამოასწორონ, მაგრამ დამოუკიდებლად მათი მუშაობის პერსპექტივა არ მესმის რას ნიშნავს, რადგან კანონები მუშავდება იმ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არის, როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი პროცესით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში, რომ ის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, ხედავს კიდეც და ამის მაგალითია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან დამტკიცებულია პარლამენტში, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციულ რიტორიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ავტორი - თამარ ჯალაღონია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო