erimedia_ravk/km8UKXOSR.jpeg

თეა წულუკიანი მარტვილის მუნიციპალიტეტში აბედათის ციხის მდგომარეობას გაეცნო

ამბები
თეა წულუკიანი მარტვილის მუნიციპალიტეტში აბედათის ციხის მდგომარეობას გაეცნო
ამბები

თეა წულუკიანი მარტვილის მუნიციპალიტეტში აბედათის ციხის მდგომარეობას გაეცნო

erimedia_ravk/km8UKXOSR.jpeg
28 დეკ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

მინისტრი ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხეს ესტუმრა. მან მინისტრის მოადგილესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ თორნიკე ჯანაშიასთან, მერის მოადგილე გივი ელიავასთან, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასა და მღვდელ-მონაზონ სტეფანესთან (არზიანი) ერთად დაათვალიერა და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.

მინისტრმა დაათვალიერა აბედათის ციხის ტერიტორიაზე მოქმედი ტაძარი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აღადგინეს. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს აბედათის ციხის გალავნისა და ტერიტორიაზე მდებარე სხვა ნაგებობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მდებარე ციხეს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ციხის ტერიტორიაზე არის მოქმედი ეკლესია, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აბედათის ციხის როგორც მთავარ, ასევე მეორე გალავანზე, ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთებზე, საჭიროა რეაბილიტაცია. კედლებზე შეინიშნება როგორც ვერტიკალური, ასევე, ჰორიზონტალური ბზარები და ნაპრალები. გალავნის არაერთ მონაკვეთზე სისქით წყობას ძირი აქვს გამოცლილი, რაც, სავარაუდოდ, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგია. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებული ტაძარი რესტავრირებულია და მოქმედია.

აბედათის ციხე მრავალფენიანი ძეგლია. უძველესი ფენა IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით. მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 10-12 მეტრი სიმაღლისაა. მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები შემოფარგლულია მეორე გალავნით, რომელიც რელიეფს მიუყვება და დღესდღეობით მიწის პირასაა. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებული საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია IX საუკუნისა უნდა იყოს. ტაძარი ნაგებია ოდნავ დამუშავებული მოთეთრო კირქვით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში გამოიკვეთა განსაკუთრებული კეთილგანწყობა ქვეყნის, დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა
„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟის სანქცირებულთა სიიდან ამოიღებენ
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო
„პოლიტიკოს“ ცნობით, ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს
Სარეკლამო
ქნესეთმა დაამტკიცა ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ
ასოცირების საბჭო - ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების მიმართ, ხაზს ვუსვამთ ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას
ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება
გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცეს
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო