თეა წულუკიანმა კულტურის მსოფლიო მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ამბები
თეა წულუკიანმა კულტურის მსოფლიო მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ამბები

თეა წულუკიანმა კულტურის მსოფლიო მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

3 ოქტ

erimedia_ravk/mWtttb4VR.jpeg

28-30 სექტემბერს, მექსიკაში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული კულტურის მსოფლიო მინისტერიალი - Mondiacult 2022 - გაიმართა, რომლის თემატურ სესიაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ვიდეომიმართვით წარსდგა.

კულტურის მინისტრმა იუნესკოს დაუღალავი შრომისთვის, ხოლო მექსიკის მთავრობას კონფერენციის ორგანიზებისთვის გადაუხადა მადლობა; ასევე, ისაუბრა კულტურის ახალი კოდექსის ინიციატივის შესახებ, რომლის საშუალებითაც, ჩვენს ქვეყანაში უკეთ იქნება დაცული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

მინისტერიალის თემა კულტურის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება იყო, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურის მინისტრებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

* კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და იუნესკოს როლი წევრი ქვეყნების კულტურის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში;

* საჯარო პოლიტიკის სისტემაში კულტურის ინტეგრაცია და მისი მნიშვნელობა გლობალური, რეგიონული და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის;

* განათლებაში ციფრული ზეგავლენის გამოწვევის გათვალისწინებით კულტურისა და განათლების თანამშრომლობის გაძლიერება;

* კულტურის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნის ადვოკატირება;

* კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის დაცვა, თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტების დროს;

* კულტურულ ფასეულობათა დაცვა უკანონო გატანისაგან;

* შემოქმედებითი სფეროს ეკონომიკური შესაძლებლობის წახალისება.

დეკლარაციაზე ხელმომწერები იუნესკოს სთხოვენ, წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უხელმძღვანელოს კულტურის პოლიტიკის გლობალური ანგარიშის შედგენას, ორგანიზაციისვე კონვენციათა შესაბამისად. ამასთან, დეკლარაციაზე ხელმომწერებმა კულტურის პოლიტიკის მუდმივი გლობალური ფორუმი დააფუძნეს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგის განვითარებას კულტურის პოლიტიკის საკითხების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო