erimedia_ravk/-0CfVa7Ig.jpeg

თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

ამბები
თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
ამბები

თეირანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

erimedia_ravk/-0CfVa7Ig.jpeg
24 ოქტ

თეირანში „3+3“ ფორმატში შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საუბარი შედგა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა თეირანში გამართული „3+3“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თეირანში გამართული „3+3“ შეხვედრის ფარგლებში არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მეგობრობის გზაზე. შეხვედრისას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საშუალება მიეცათ ესაუბრათ. ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა აბდოლაჰიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „3+3“ ფორმატში გაიმართა და მასში აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, ტრანზიტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა რეგიონული პრობლემების მოგვარება გარე ქვეყნების გარეშე, მხოლოდ რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით და ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო