erimedia_ravk/Rjy2wyc4R.png

ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

ამბები
ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება
ამბები

ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

erimedia_ravk/Rjy2wyc4R.png
19 დეკ

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი რეგულაციის დაწესებაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

პროექტის თანახმად, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება: ფიზიკური პირი 150 ლარით; იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე - 300 ლარით. იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 500 ლარით.

ამის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების არ გავლის გამო სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით; იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 700 ლარით.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, ძირითადად, ხდება ვიდეოკამერების მეშვეობით და დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარებას გარკვეული დრო სჭირდება, სახდელის დადების ვადად, ნაცვლად 2 თვისა, შემოთავაზებულია 6 თვე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას გაუადვილებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო