erimedia_ravk/sPg464K4R.jpeg

ტელეკომპანია "პირველს" და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

ამბები
ტელეკომპანია "პირველს" და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
ამბები

ტელეკომპანია "პირველს" და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

erimedia_ravk/sPg464K4R.jpeg
30 ნოე

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სასამართლომ „ტვ პირველს” და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს.

„იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ „ტვ პირველს” და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. შესაბამისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი“, - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვდა. კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება - ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო