erimedia_ravk/GAahIx64R.jpeg

თემურ მღებრიშვილი: სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები გვაქვს

ამბები
თემურ მღებრიშვილი: სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები გვაქვს
ამბები

თემურ მღებრიშვილი: სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები გვაქვს

erimedia_ravk/GAahIx64R.jpeg
10 აგვ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეზინის ბოტების, ფორმის, სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები აქვს, თუმცა ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, ხდება შესყიდვების მობილიზება.

მღებრიშვილის განმარტებით, აქედან გამომდინარე, სწრაფად ხორციელდება შესყიდვები და მარაგების შევსება.

„რაც შეეხება რეზინის ბოტებს და ფორმას, ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან, ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობა. ჩვენ საკმარისი გონივრული მარაგები გვაქვს საწყობებში, ეს ეხება როგორც ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეცაღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობა გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარაგებში გვაქვს.

როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგან, ღმერთმა დაგვიფაროს,  არ ვიცით, ხვალ რა სახის ღონიძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, თუნდაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე ჩართულობის დროს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას.

მინდა, მოვუწოდო ყველას, ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შემიძლია, ჩემი ტელეფონი პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები. ადამიანმა რატომ უნდა ჩათვალო, რომ არა გვაქვს, რადგან დამატებითი რეზერვების შევსებას ვიწყებთ? ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა?“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო