თეონა აქუბარდია - აფხაზური და ქართული საზოგადოებების ინტერესია, რომ ბიჭვინთის ანექსია არ მოხდეს - ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დუმილი მძიმე რეალობაა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
თეონა აქუბარდია - აფხაზური და ქართული საზოგადოებების ინტერესია, რომ ბიჭვინთის ანექსია არ მოხდეს - ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დუმილი მძიმე რეალობაა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

თეონა აქუბარდია - აფხაზური და ქართული საზოგადოებების ინტერესია, რომ ბიჭვინთის ანექსია არ მოხდეს - ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დუმილი მძიმე რეალობაა

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/ltmN8Mk4R.webp

აფხაზური და ქართული საზოგადოებების ინტერესია, რომ ბიჭვინთის ანექსიის ფაქტი არ მოხდეს - ის, რომ საქართველოში ამ თემაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დუმილია, არის ის მძიმე რეალობაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და იმ პოლიტიკამ შექმნა, რომელიც თითქოს არგაღიზიანების და იმავე დროს, დეოკუპაციის უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თმით, ხელისუფლებას განცხადება არც სოფელ აიბღას ანექსირების დროს გაუკეთებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მწყობრი პოლიტიკაა, არგაღიზიანებასთან ერთად, ის ბერკეტები შეასუსტონ, რითაც ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა შეგვიძლია. თეონა აქუბარდიას განცხადებით, სოფელი აიბღა და ბიჭვინთა არ იქნება ბოლო წერილი, რაზეც რუსეთი გაჩერდება. „ძალიან სულელური პოლიტიკაა და ის შედეგი, რომელიც თეორიულად არგაღიზიანების პოლიტიკას უნდა მოეტანა, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, პრაქტიკული მოქმედებების გარეშე ვხედავთ, რომ კრემლის ინტერესებს და საქართველოში კრემლის ოკუპაციას აძლიერებს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, იმავდროულად, უნდა გააძლიერო სახელმწიფო ინსტიტუტები, გააძლიერო შენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა, ამავდროულად, უნდა შექმნა არა მხოლოდ დეოკუპაციის სტრატეგია, არამედ ანტიანექსიური პროცესების წინააღმდეგ რაღაც ხედვა. საზოგადოებაში ამ ხედვასთან დაკავშირებით თანხმობა უნდა იყოს. რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, თემურ იაკობაშვილი, რომ იყო მინისტრი და დეოკუპაციის სტრატეგია, რომ დადო, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იყო შეთანხმებული, მას შემდეგ ეს სტრატეგია არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულობა არის განსხვავებული: დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი, მოქალაქეების გატაცება, ნიშნულების და ღრმულების გაკეთება და ამ ოკუპაციით კიდევ უფრო მეტი სიღრმეში შემოსვლა, ვიდრე ეს თუნდაც 2012 წლამდე იყო“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. მისივე თქმით, აფხაზურის და ქართული საზოგადოებების ინტერესია, რომ ბიჭვინთის ანექსიის ფაქტი არ მოხდეს და ამ ვითარებაში ყველაზე მინიმუმი, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ისაა, რომ ეს ფაქტი ანექსიად შეფასებული. „ის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამ დროს, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოში ამ თემაზე დუმილია, როგორც საგარეო უწყების ასევე, „ქართული ოცნების“, ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და იმ პოლიტიკამ შექმნა, რომელიც თითქოს უნდა ყოფილიყო არგაღიზიანების და იმავე დროს, დეოკუპაციის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ანექსიის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთში“, - განაცხადა აქუბარდიამ. შეგახსენებთ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო