თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ამბები
თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
ამბები

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

9 ოქტ

erimedia_ravk/3qSP_gSVR.jpeg

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ტრაგიკულ შემთხვევას ასევე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე:

"მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საუბარია თანამებრძოლზე, გუნდის ღირსეულ წევრზე.

მთელი გულით ვიზიარებ ლაშას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, კოლეგების, თერჯოლელების მწუხარებას", - ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო