erimedia_ravk/LEB7A94Ig.webp

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი უკვე დახარჯულია

ამბები
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი უკვე დახარჯულია
ამბები

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი უკვე დახარჯულია

erimedia_ravk/LEB7A94Ig.webp
9 ნოე

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი დახარჯულია. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი ავრცელებს. მისი თქმით, საუბარია 60 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც როგორც სამხედრო, ისე ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის იყო გამოყოფილი.

კირბის განმარტებით, მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე გამოყოფილი სახსრებიდან 90 პროცენტი უკვე დახარჯულია.

„თავდაცვის დეპარტამენტს დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი დარჩა, რაც ზამთრის მარაგის შევსებაზე უნდა დაიხარჯოს. ასე რომ, ჩვენ დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება გვჭირდება“, – განაცხადა კირბიმ, რაშიც ის კონგრესში გადაგზავნილი ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების საჭიროებას გულისხმობდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, უკრაინისთვის დახმარების სახით კიდევ 61,4 მილიარდი დოლარი გამოყონ. ბაიდენის ინიციატივით, ეს თანხა უფრო დიდი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც, უკრაინასთან ერთად, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას აერთიანებს, ასევე, ამავე პაკეტში გათვალისწინებულია თანხა აშშ-ის და მექსიკის საზღვრის დაცვის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დაჟინებით ითხოვს, რომ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი განცალკევებით იყოს წარმოდგენილი. ბაიდენი კი აცხადებს, რომ თუ პაკეტში უკრაინის მხარდაჭერა არ იქნება გათვალისწინებული, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა უკვე დაბლოკეს „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის საგანგებო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, ვინაიდან მასში უკრაინის დახმარება ნახსენები არ იყო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო