erimedia_ravk/QHOYqNq4R.jpeg

თეთრ სახლში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერენ

ამბები
თეთრ სახლში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერენ
ამბები

თეთრ სახლში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერენ

erimedia_ravk/QHOYqNq4R.jpeg
25 ივლ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთმა პირობა დადო, რომ მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს უკრაინის წინააღმდეგ, რაზეც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაასრულონ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.

„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ეს მათი ომია და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაასრულონ უკრაინიდან ძალების გაყვანით, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ სასტიკი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე“,- განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ამავდროულად, კიევში განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურდა უკრაინული მარცვლეულის საწყობები მდინარე დუნაიზე და დაიჭრა შვიდი ადამიანი. კრემლში კი განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო