erimedia_ravk/PLT2LVISg.webp

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

ამბები
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
ამბები

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

erimedia_ravk/PLT2LVISg.webp
13 ნოე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენი კატარის ემირს, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის ესაუბრა ღაზაში განვითარებულ მოვლენებზე და მცდელობებზე, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება უზრუნველყონ.

„ბაიდენმა დაგმო „ჰამასის“ მიერ მძევლების დაკავება, მათ შორის მცირეწლოვნებისაც, რომელთა შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე სამი წლის ბავშვია, რომლის მშობლებიც 7 ოქტომბერს დახოცეს. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ყველა მძევალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა გაათავისუფლონ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, თეთრი სახლის განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე ტიპის განხილვა არ არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ლიდერებმა „უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობებზე” ისაუბრეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ძალისხმევა, რათა უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო, აყვავებული და სტაბილური ახლო აღმოსავლეთის რეგიონი შექმნან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო