თეთრი სახლი - ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
თეთრი სახლი - ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

თეთრი სახლი - ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/aZQxbk4Vg.webp

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს განსხვავება რუსეთის მთავრობას, მისი შეიარაღებული ძალების უკრაინაში ქმედებებსა და რუს ხალხს შორის, რომელთაგან ბევრი ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ გამოდის, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად, მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თავიანთი ქვეყნიდან გამორბიან.

„როგორც ვხედავთ რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასე რომ, ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით და მოითხოვოს თხოვნის განხილვა თითოეული შემთხვევის საფუძველზე“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნებსა და მათ პოლიტიკაზე არ ისაუბრებს.

„სხვა ქვეყნებმა საკუთარ პოლიტიკაზე თავად ისაუბრონ. არ ვაპირებ საუბარს აქედან - სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო