erimedia_ravk/_SKtrIjSg.jpeg

თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ამბები
თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ამბები

თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

erimedia_ravk/_SKtrIjSg.jpeg
13 აგვ

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჩვენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობების, ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ბაიდენის, ეგვიპტისა და კატარის ლიდერების ერთობლივ მოწოდებას, რომ განაახლონ მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოს, შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევის მიზნით. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასაკარგი დრო აღარ არის. ყველა მხარემ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საჭიროა დახმარების შეუზღუდავი მიწოდება. ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ირანის აგრესიისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმებისგან თავდაცვის მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, უარი თქვას ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის მუქარაზე და განვიხილეთ სერიოზული შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისთვის, თუ ასეთი თავდასხმა განხორციელდება“, – აღნიშნულია ლიდერების განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო