erimedia_ravk/j3Zr1FzIR.webp

თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას

ამბები
თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას
ამბები

თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი შეკრიბა, რათა პასუხი გასცეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას

erimedia_ravk/j3Zr1FzIR.webp
1 სექ

თეთრმა სახლმა ადვოკატების, კანონმდებლებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების გუნდი მოიწვია, რათა პასუხი გასცეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, ბაიდენის თანაშემწეები და მოკავშირეები აცხადებენ, რომ ენერგიულად ემზადებიან იმპიჩმენტის საკითხზე წინააღმდეგობის გასაწევად.

„თანამედროვე ისტორიაში არასოდეს მომხდარა იმპიჩმენტი, რომელიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – აცხადებენ თეთრ სახლში.

„სიენენის" მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. როგორც „სიენენი“ წერს, იმპიჩმენტის პროცედურა მოსამზადებელი დოკუმენტების შემუშავების შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. იმპიჩმენტის პროცედურა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია კომისიას არ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე აწარმოებს გამოძიებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო