The Guardian - დმანისის აღმოჩენამ ადრეული ადამიანის ევოლუციისა და მიგრაციის ნიმუშების შესახებ მეცნიერთა გაგება შეცვალა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
The Guardian - დმანისის აღმოჩენამ ადრეული ადამიანის ევოლუციისა და მიგრაციის ნიმუშების შესახებ მეცნიერთა გაგება შეცვალა
ამბებიწყარო: imedinews.ge

The Guardian - დმანისის აღმოჩენამ ადრეული ადამიანის ევოლუციისა და მიგრაციის ნიმუშების შესახებ მეცნიერთა გაგება შეცვალა

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Thqmjin4R.jpeg
ფოტო: Reuters

The Guardian-ი დმანისში, ადამიანის კბილის აღმოჩენის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„აფრიკის კონტინენტის მიღმა, ეს მსოფლიოში [ადამიანის სხეულის ნაწილის] ყველაზე ძველი აღმოჩენაა. ამან შეცვალა მეცნიერთა გაგება ადრეული ადამიანის ევოლუციისა და მიგრაციის ნიმუშების შესახებ. ექსპერტების თქმით, უახლესი აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა, რომ სამხრეთ კავკასიის მთიანი ტერიტორია ალბათ ერთ-ერთი პირველი ადგილი იყო, სადაც ადრეული ადამიანები დასახლდნენ აფრიკიდან მიგრაციის შემდეგ“, - წერს The Guardian-ი.

დმანისში, სოფელ ოროზმანში, არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო