erimedia_ravk/g81EKqrIg.jpeg

The Guardian-ის ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე თავდასხმის ნაცვლად ჰანიეს მკვლელები ინდივიდუალურად დასაჯოს

ამბები
The Guardian-ის ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე თავდასხმის ნაცვლად ჰანიეს მკვლელები ინდივიდუალურად დასაჯოს
ამბები

The Guardian-ის ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე თავდასხმის ნაცვლად ჰანიეს მკვლელები ინდივიდუალურად დასაჯოს

erimedia_ravk/g81EKqrIg.jpeg
9 აგვ

ირანის ხელისუფლება განიხილავს ვარიანტს, რომელიც ისრაელზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები ინდივიდუალურად დასჯას გულისხმობს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ოფიციალურმა თეირანმა შესაძლოა წერტილოვანი დარტყმები მიიტანოს იმ ადამიანებზე და ადამიანთა ჯგუფებზე, ვინც ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურთან „მოსადთან“ თანამშრომლობს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერატიული მუშაკები დაიქირავა, რათა მათ ჰანიეს სახლში თეირანში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაემონტაჟებინათ.

გამოცემის ცნობით, ირანი ჯერ ფიქრობს, ვინაიდან დიდ დიპლომატიურ წნეხს განიცდის. მას სხვადასხვა აქტორები მოუწოდებენ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა რეგიონში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

The Guardian-ის თქმით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომის დროს, რომელიც ირანის მოთხოვნით ოთხშაბათს გაიმართა, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისხაკ დარმა თქვა, რომ ის ისრაელზე თავდასხმის წინააღმდეგია, ვინაიდან თუ ირანი ამას იზამს, ის „[ისრაელის პრემიერ-მინისტრს] ბენიამინ ნეთანიაჰუს ფართომასშტაბიან ომზე ოცნებას აუხდენს“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო