The Spectator: რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით შეიძლება ძლიერ დაზარალდა, თუმცა სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ სანქციები არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც გვაჯერებენ

ამბები/ წყარო: imedinews.ge
The Spectator: რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით შეიძლება ძლიერ დაზარალდა, თუმცა სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ სანქციები არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც გვაჯერებენ
ამბებიწყარო: imedinews.ge

The Spectator: რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით შეიძლება ძლიერ დაზარალდა, თუმცა სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ სანქციები არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც გვაჯერებენ

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/AgwTlJZ4R.jpeg
ფოტო: Reuters

რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით შეიძლება ძლიერ დაზარალდა, თუმცა სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ სანქციები არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც გვაჯერებენ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს?

„გაზისა და ელექტროენერგიის მზარდი ფასები წარმოდგენას გვაძლევს რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფასის შესახებ - ფასი, რომელიც შეიძლება ღირებული იყოს, თუ ეს ხელს შეუწყობს რუსული აგრესიის დამარცხებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს კვლავ ფასია. რამდენად სრული და ეფექტურია სანქციები? ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ბრიტანეთმა, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, მიაღწია ერთ-ერთ მთავარ მიზანს: მან თავი დააღწია რუსეთის ნავთობსა და გაზს. ივნისში რუსეთიდან საწვავის იმპორტი არ განხორციელებულა“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, დაზარალდა საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე.

„ბრიტანეთი შეიძლება არ იღებდეს გაზს პირდაპირ რუსეთიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლირებულნი ვართ გაზის მიწოდების პრობლემებისგან, რომლის წინაშე გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები დგანან. მიუხედავად იმისა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის უფრო მეტ იმპორტს ვახორციელებთ აშშ-დან და ყატარიდან და ბოლო თვეებში ამ გაზის ნაწილის ევროპაში რეექსპორტს ვახორციელებთ, ზამთარში რუსული გაზის მიწოდების შემცირება გავლენას მოახდენს ჩვენივე გაზის მიწოდებაზე“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დასავლეთში ნაკლებად ახორციელებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს, მან გაზარდა ექსპორტი ინდოეთსა და ჩინეთში.

„შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ საწვავის რაღაც ნაწილი არ აღმოჩნდება ბრიტანეთში? როგორც ივნისში დავწერე, იმის ნიშნები არსებობს, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ინდოეთის გავლით აღწევს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციებით შეიძლება ძლიერ დაზარალდა, თუმცა სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ სანქციები არ არის ისეთი აბსოლუტური, როგორც გვაჯერებენ და რომ დასავლეთში გარკვეული რაოდენობის რუსული ექსპორტის გაჟონვა ხდება“, - დასძინა სტატიის ავტორმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო