erimedia_ravk/3aKglZkSg.jpeg

The Wall Street Journal - G7-ს არ აქვს ერთიანი მიდგომა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით

ამბები
The Wall Street Journal - G7-ს არ აქვს ერთიანი მიდგომა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით
ამბები

The Wall Street Journal - G7-ს არ აქვს ერთიანი მიდგომა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით

erimedia_ravk/3aKglZkSg.jpeg
29 აგვ

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებას მრავალი თვე დასჭირდება, ზოგიერთი ორმხრივი შეთანხმება კი სავარაუდოდ მხოლოდ მომავალ წელს გაფორმდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მასალაშია ნათქვამი, G7-ის ქვეყნებს შორის არ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რამდენად დეტალური უნდა იყოს კიევის მიმართ ვალდებულებები. გარდა ამისა, მათ უკრაინასთან უნდა გაარკვიონ, როგორი შეიძლება იყოს მისი სამომავლო სამხედრო საჭიროებები.

G7-ს დასჭირდება, რომ კოორდინაცია გაუწიოს ორმხრივ მოლაპარაკებებს დასავლეთის დედაქალაქებს შორის და წარმოადგინოს იმის გარანტია, რომ მოკავშირეთა თავდაცვის ინდუსტრიები შეძლებენ უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების მიწოდებას ისე, რომ ამით დასავლეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები არ დაზარალდება.

როგორც დასავლელი ოფიციალური პირები აღიარებენ, კიევისთვის სანდო მხარდაჭერის პაკეტების მიწოდების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იქნება რუსეთის საომარი ქმედებების შეკავება. მათ ასევე პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ სამომავლოდ, დასავლეთის ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების ეფექტიანად გამოყოფა და დაცვა.

გამოცემის ცნობით, ევროპელი მოკავშირეები უკვე იმისათვისაც ემზადებიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გრძელვადიანი დაპირებები იმაზე სუსტი აღმოჩნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ანდა ზედმეტად ბუნდოვანი იმისათვის, რომ რუსეთის საიმედო შეკავება უზრუნველყოს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, თუ ვაშინგტონი მნიშვნელოვანად შეამცირებს კიევის მიმართ თავის მხარდაჭერას, ევროპამ ნაკლებად სავარაუდოა შეძლოს ამ დანაკლისის ფინანსური ან სამხედრო კუთხით შევსება, რადგან მას თავად უწევს სერიოზულ ფინანსურ ზეწოლასთან გამკლავება და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს ისეთი თავდაცვის ინდუსტრია, რომელიც აშშ-ს გაუტოლდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო