„თიბისი კონცეპტმა“ წელს შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„თიბისი კონცეპტმა“ წელს შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„თიბისი კონცეპტმა“ წელს შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

17 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/eNbIhUmVR.webp

თიბისი კონცეპტმა წელს შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. „თიბისის“ ინფორმაციით, თიბისი 2011 წლიდან ფესტივალის მთავარი პარტნიორია. წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 12-14 აგვისტოს ბათუმის ტენისის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართა და სამი დღის მანძილზე 9 000 სტუმარს უმასპინძლა. მსმენელებმა წელს მსოფლიო მუსიკის შემდეგ ვარსკვლევებს მოუსმინეს:

ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band) - 14 აგვისტო;

ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience) - 13 აგვისტო;

ნექსთ მუვმენთ (The Next Movement );

ბორის ბენდ კომბინეიშენი (Boris Band Combination) -12 აგვისტო;

კონცერტების შემდეგ, სამივე საღამოს, აბონემენტის მქონე სტუმრებს „after party“-ზე ბათუმის „Iveria Beach”-მა უმასპინძლა.

„ფესტივალის დაუვიწყარი დღეები კიდევ უფრო სახალისო გახადა ჯაზ-მატარებელმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით 13 აგვისტოს გაემართა. ჯაზ-მატარებლის მგზავრებმა თბილისიდან ბათუმამდე საჩუქრებისა და ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით იმგზავრეს.

„თიბისი“ კონცეპტი ჯაზ-ფესტივალისთვის ყოველწლიურად საგანგებოდ ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ სტილსა და ბრენდინს და სტუმრებს ზაფხულისა და ზღვის თემაზე შექმნილ ულამაზეს საჩუქრებს სთავაზობს. წლევანდელი საჩუქრები, „თიბისი“ კონცეპტთან კოლაბორაციით, ფუნდუკმა შექმნა.

წლევანდელ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ისიც გამოარჩევდა, რომ პანდემიის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო, რომელიც ბათუმში ჩატარდა.

„თიბისი“ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობით, თიბისი ცდილობს ადამიანებს საუკეთესო გამოცდილების შეუქმნას და მათი ცხოვრება გაამარტივოს. შავი ზღვის ჯაზ- ფესტივალის მხარდაჭერა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო