ტიერი ანრი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ხდება
19 აგვ
ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ხდება. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 46 წლის ფრანგის დანიშვნის შესახებ ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ. ანრი ამ პოსტზე სილვენ რიპოლს შეცვლის, რომელმაც გუნდი ივლისის ბოლოს დატოვა.
სამწვრთნელო კარიერისას ტიერი ანრი „მონაკოში“, „მონრეალსა“ და ბელგიის ნაკრებში მუშაობდა, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა.