თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება მსოფლიო კლასის ახალი ტურისტული მიმართულება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება მსოფლიო კლასის ახალი ტურისტული მიმართულება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება მსოფლიო კლასის ახალი ტურისტული მიმართულება

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Ayj8lMG4g.webp

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი თავისი მასშტაბებით საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას. პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა, გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის მიმართ თავდადების, რასაც ჩვენ ვხედავთ ინვესტორის მხრიდან, ეს პროექტი აუცილებლად წარმატებით დასრულდება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ როგორც ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე და ისაუბრებენ ძალიან კარგად“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ტურიზმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წელს აჭარაში ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული წელი, შეიძლება ითქვას, ისტორიული მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის მიმართულებით და ამ დადებით ტენდენციას სჭირდება გაგრძელება, კიდე უფრო მეტი ამბიცია, კიდე უფრო მეტი შრომა, და ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ყოველდღიურად ვიშრომოთ ამ ძალიან დიდი სამეწარმეო მუხტის მატარებელ ხალხთან ერთად, რომ ახალი პროექტები შევქმნათ.

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენი ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. ეს ახალი პროექტი შექმნის 2000 ახალ სამუშაო ადგილს და სტაბილურ შემოსავალს შეუქმნის ძალიან ბევრ ოჯახს ბათუმში. ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკის განვითარების, ეკონომიკის ორნიშნა ზრდას წარმოადგენს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ამ პროცესში ჩართული. და ჩვენი გუნდი, მთელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით არ გავჩერდებით. არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ვგეგმავთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. ბათუმი, უკვე მეორედ წარდგენილია პრესტიჟულ ე.წ. „ტურიზმის ოსკარზე“, რომლის შედეგებსაც ჩვენ პირველ ოქტომბერს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, "ამბასადორი ბათუმი აილენდი" ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორი ჯგუფი" პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო