თორნიკე რიჟვაძე - ღონისძიებებზე, რომელიც ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად ტარდება, პარლამენტმა მხარდაჭერა გამოგვიხატა, „ნაცებთან“ შეზრდილმა სახალხო დამცველმა კი იერიში მიიტანა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
თორნიკე რიჟვაძე - ღონისძიებებზე, რომელიც ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად ტარდება, პარლამენტმა მხარდაჭერა გამოგვიხატა, „ნაცებთან“ შეზრდილმა სახალხო დამცველმა კი იერიში მიიტანა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

თორნიკე რიჟვაძე - ღონისძიებებზე, რომელიც ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად ტარდება, პარლამენტმა მხარდაჭერა გამოგვიხატა, „ნაცებთან“ შეზრდილმა სახალხო დამცველმა კი იერიში მიიტანა

18 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Q1BTjlmVg.webp

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიული სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობა. ,,იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილმა, „ნაცების” დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, იერიში მიიტანა - გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს. თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება. „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა, რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო