erimedia_ravk/Pza_GmIIR.jpeg

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა

ამბები
ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა
ამბები

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა

erimedia_ravk/Pza_GmIIR.jpeg
11 ნოე

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში 31 დეკემბრამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტოები განთავსდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კანადაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

პროექტის ფარგლებში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში კანადელი ფოტოგრაფების, მამა-შვილის, რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების მიერ გადაღებული ფოტოსლაიდებია წარმოდგენილი.

კანადელმა ფოტოგრაფებმა საქართველოში გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურეს და სხვადასხვა ტურისტული ადგილები გადაიღეს. გამორჩეულ ფოტონამუშევრებს – უშგულის, გუდაურის, თბილისისა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების ამსახველ ფოტოებს ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები ორი თვის განმავლობაში გაეცნობიან.

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, 2022 წელს აეროპორტმა 36 მილიონი მგზავრი მიიღო.

საქართველოში გადაღებული სურათების სრულად დათვალიერება შესაძლებელია ფოტოგრაფების ვებგვერდზე.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო