ტყიბულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
28 აგვისტო, 2022
ტყიბულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან ტყიბულის მცხოვრებლებს შეეძლებათ ადგილზე მიიღონ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია კვალიფიციური იურისტისაგან - მარიამ ოყრეშიძისაგან, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, გელა სიორდია.
„ოფისის გახსნის შემდეგ, ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, სამსახურის ფუნქციების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.