ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/NXpHvrZ4R.webp

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლიან სასმელებში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლიანი სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა:

  • წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) - რეალიზატორი - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);
  • მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) - შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი - ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
  • წითელი წიწაკა (1 ნიმუში) - ფიზიკური პირი - ნიმუშის აღების ადგილი - ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმელის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა.

ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო