erimedia_ravk/ID0ZTpI4R.jpeg

ტრაგედია თბილისში - ვაკის პარკში შადრევნის გაუმართაობამ სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა

ამბები
ტრაგედია თბილისში - ვაკის პარკში შადრევნის გაუმართაობამ სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა
ამბები

ტრაგედია თბილისში - ვაკის პარკში შადრევნის გაუმართაობამ სკოლის მოსწავლე იმსხვერპლა

erimedia_ravk/ID0ZTpI4R.jpeg
14 ოქტ

გუშინ, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გამოიკითხა.

ასევე გამოიკითხნენ „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები. მათ შორის გამოკითხვაზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა – „დიახ, მე ვარ პასუხისმგებელი“. ვაკის პარკში სამუშაოებს სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებდა.

მომხდარზე მალევე ემოციურად ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, გამოძიება დამნაშევათა ვინაობას გამოავლენს და თითოეული მათგანი უმკაცრესად დაისჯება. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხი თავადაც აგოს.

„სამუშაოები ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორების თქმა გამიჭირდება. შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხნისწინ დასრულდა. უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ. დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ასევე მთავრობის პირველმა პირებმაც. სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ეკო სერვისის“ თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი, ის ვაკის პარკში უფროსი მებაღეა. მეზურნიშვილმა სკოლის მოსწავლეების გადარჩენა სცადა, ბავშვები შადრევნიდან სწორედ მან ამოიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო