ტრამპი ბაიდენის განცხადებაზე, რომ მისი მომხრეები საფრთხეს წარმოადგენენ - ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა
2 სექტემბერი, 2022

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ“ (MAGA)-ს დღის წესრიგის მომხრეები დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან.
"ვინმემ ნელა, მაგრამ, მთელი მონდომებით უნდა აუხსნას ბაიდენს, რომ MAGA ნიშნავს "ამერიკა კვლავ გავხადოთ დიადი". თუ მას არ სურს, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს (არ სურს ეს სიტყვით, მოქმედებებითა და აზროვნებით), მაშინ ის ნამდვილად არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი.
თუ გადავხედავთ ბაიდენის უხერხულ და გაბრაზებულ გამოსვლას ამ საღამოს, მისი სიტყვების მნიშვნელობას, ის ამერიკას დაემუქრა, მათ შორის სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებით. ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიანი სტადია აქვს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
