Translate.ge-ს 40 000-სიტყვიანი გერმანულ-ქართული ლექსიკონი დაემატა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
Translate.ge-ს 40 000-სიტყვიანი გერმანულ-ქართული ლექსიკონი დაემატა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

Translate.ge-ს 40 000-სიტყვიანი გერმანულ-ქართული ლექსიკონი დაემატა

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/0N-I3PZVg.webp

თარგმანის ყველაზე მასშტაბურ ქართულ პლატფორმას Translate.ge 40 000 სიტყვისგან შემდგარი გერმანულ-ქართული ლექსიკონი დაემატა. მასში თავმოყრილია ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო სიტყვები თავისი მნიშვნელობითა და რეგულარული გამოყენების არეალით.

იგი შედგენილია პროფესორ რუსუდან ზექალაშვილისა და ფილოლოგიის დოქტორ ჭაბუკი ქირიას მიერ და წარმოადგენს 2004 წელს გამოცემული ლექსიკონის გადამუშავებულ, შევსებულ ვარიანტს. ლექსიკონი გათვლილია ფართო აუდიტორიაზე და მისი გამოყენება თანაბრად შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსა და მთარგმნელებს. ახლა კი ის სრულად არის ხელმისაწვდომი ონლაინ - Translate.ge-ზე, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე წამში მოიძიონ სასურველი სიტყვის განმარტება.

ლექსიკონში დიდი ადგილი ეთმობა სპეციალურ ტერმინებს და მათი მნიშვნელობა და გამოყენების სფერო დეტალურად არის განმარტებული. მათი მეშვეობით მკითხველს საშუალება აქვს, გაიფართოოს გერმანული ენის სისტემური ცოდნა და კიდევ უფრო გაზარდოს სიტყვების მარაგი.

Translate.ge-ს მომხმარებელს უკვე წლებია, საშუალება აქვს, სწრაფად მიიღოს სასურველი სიტყვის სანდო განმარტება ინგლისურ ენაზე (400 000-ზე მეტი სიტყვა). ასევე, ვებგვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ, Online.Translate.ge-ის მეშვეობით თარგმნონ და დაამოწმონ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელსაც მთელი ნებისმიერ მისამართზე მიიღებენ საქართველოს მასშტაბით.

Translate.ge-ს დღეში 20 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. მას იყენებენ და ენდობიან სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანები, რომელთაც საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ მიიღონ სასურველი სიტყვების სწორი მნიშვნელობა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო