erimedia_ravk/-V5uplS4g.jpeg

თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი - კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ამბები
თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი - კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
ამბები

თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი - კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

erimedia_ravk/-V5uplS4g.jpeg
19 ოქტ

მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მომხდარზე და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები," - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, 9 პირი დააკავეს, მათ შორის არის თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო