ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/bQn91QWVR.jpeg

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის მხარდაჭერით ახალი ბროშურები შეიქმნა. ინფორმაციას ტურისტული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დამუშავდა ექვსი მიმართულება, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სამთო კურორტების, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ. ახალი ტურისტული გზამკვლევებით მოგზაურები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების,  მუზეუმების, მონასტრების, იმერეთის ტურისტულ ადგილებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ მიიღებენ ცნობებს. ბროშურებში წარმოდგენილია რუკები, მარშრუტები, სავიზო ინფორმაცია, ტურისტებისთვის საჭირო ონლაინ ბმულები და QR კოდები.

ახალი საპრომოციო ბროშურები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთის ტრასების სააგენტოსთან, ქუთაისის აეროპორტთან, საქართველოს ეროვნულ პარკებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოამზადა.

ახალი ტურისტული ბროშურები ინგლისურ ენაზე გამოიცა. დაგეგმილია ბროშურების თარგმნა მიზნობრივი ბაზრებისთვის სხვადასხვა ენაზე.

ახალ გზამკვლევებს ტურისტები საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში გაეცნობიან. ახალი ბროშურებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარდგება“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო