ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო

ამბები/ წყარო: gnta.ge
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო
ამბებიწყარო: gnta.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/QCu1WPn4g.jpeg

საფრანგეთში, პარიზში მიმდინარე ტურისტული გამოფენის IFTM Top Resa პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული ინდუსტრიისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.

საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით. IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენას 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, გამოფენაზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდია წარდგენილი.

„გამოფენა ძალიან საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს, იმ ფონზე როდესაც გვქონდა შეხვედრები წამყვან მედიასაშუალებებთან, ავიაკომპანიებთან და ასოციაციებთან. გამოიკვეთა სწორედ ის კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტი, რომელზეც მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რომ საფრანგეთიან მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ’’,-განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

პარიზში, IFTM Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო