თურქეთი-საქართველოს მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თურქეთი-საქართველოს მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

თურქეთი-საქართველოს მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/CcEoMOGVR.jpeg

საქართველოსა და თურქეთის მატჩის (88:83) დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო.
მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ. იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების, ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით. მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებაში, რასაც თან დაერთო მის მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც. არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს. იმავდროულად, გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ…
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს“. - ნათქვამია განცხადებაში.
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო