თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტს გამოეხმაურა ბერძნული მხარეც

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტს გამოეხმაურა ბერძნული მხარეც
ამბებიწყარო: 1tv.ge

თურქეთის განცხადებით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა, ინციდენტს გამოეხმაურა ბერძნული მხარეც

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/1mxs88G4R.jpeg

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვაში, თურქეთის კუნძულ ბოზკაადასგან 18 კილომეტრის დაშორებით, საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს.

როგორც მედია წერს, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ანატოლიანს“, რომლის ეკიპაჟი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომალის და ეგვიპტის მოქალქეებისგან შედგებოდა. ინციდენტის ადგილას თურქეთის სანაპირო დაცვის ორი გემი გავიდა, რომლებმაც აღნიშნული გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე მიაცილეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მედია წერს, თურქეთმა საბერძნეთისგან ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება და მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტებები მოითხოვა.

ამასთან, ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურშიც დაადასტურეს.

სამსახურის ინფორმაციით, კომოროსის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ანატოლიანი“ მოძრაობდა საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს და არ დაემორჩილა ბერძნული მხარის მოთხოვნას, შეჩერებულიყო შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც განაგრძო სვლა თურქული კუნძულის მიმართულებით.

მედიის ინფორმაციით, შედეგად საბერძნეთის სანაპირო დაცვის მხრიდან მოხდა გემის მიმართულებით დევნა, რა დროსაც განხორციელდა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა, თუმცა გემი არ შეჩერებულა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თურქული მხარე მომხდარის შესახებ წერილობით გააფრთხილეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო