erimedia_ravk/k6UGnypSg.jpeg

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს

ამბები
თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს
ამბები

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს

erimedia_ravk/k6UGnypSg.jpeg
2 თებ

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას სტამბოლის ეკლესიაში წირვის დროს მომხდარ სროლაში 25 ეჭვმიტანილი დააკავა.

მისივე თქმით, 25 დაკავებულთა შორის იყო ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც ეკლესიაში სროლის დროს იმყოფებოდნენ და რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. თუნჩის თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 25 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 28 იანვარს, სტამბოლში, სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო