თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა
ამბებიწყარო: 1tv.ge

თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა

26 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/smANsoZ4g.jpeg

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს მიმართა, რომ ისინი არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა​, ნურედინ ნებათმა მიკრობლოგ „თვითერზე“ დაწერა.

„აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის ბიზნესორგანიზაციებისთვის გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ჩვენმა ბიზნეს სამყარომ ყოველთვის უნდა იგრძნოს სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი.

ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოსმა მიმართა თურქეთის ბიზნესასოციაციებს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულ სიაში მყოფ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, სანქციები დაემუქრებათ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო