თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას

"თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე და ყოველ ჯერზე ხაზს უსვამს თავის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - განცხადებას ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შესაბამისად, ჩვენ უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების სერიოზულ დარღვევას და მიუღებელია.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას, რომ ეს ომი, რომლის სიმწვავეც მუდმივად მატულობს, მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო