თურქული მედია - თურქეთმა ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე საბერძნეთის მხრიდან იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გადაიღო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
თურქული მედია - თურქეთმა ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე საბერძნეთის მხრიდან იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გადაიღო
ამბებიწყარო: 1tv.ge

თურქული მედია - თურქეთმა ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე საბერძნეთის მხრიდან იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გადაიღო

25 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/BobtMCnVR.jpeg

თურქეთმა ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე საბერძნეთის მხრიდან იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებს თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ აქვეყნებს.

როგორც სააგენტო წერს, თურქეთის თავდაცვის დრონებმა ბერძნული ხომალდების ამსახველი ფოტოები გადაიღეს. მათი მეშვეობით კი, 18 და 21 სექტემბერს, დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე - ლესბოსსა და სამოსზე, 23 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტი იქნა გადატანილი.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ათენის მხრიდან 18 და 21 სექტემბერს განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს თურქეთთან ახლოს მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის მტკიცებულებას და შესაბამისად, ამ კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის დარღვევას.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიალოგის გამართვისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ მოწოდების მიუხედავად, ათენი საერთაშორისო სამართლის და ალიანსის სულისკვეთების საპირისპიროდ მოქმედებს, რაც მიუღებელია.

სექტემბრის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათენი ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციასა და შეიარაღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ როდესაც დადგება დრო, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო