თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შესაძლოა, რუსეთში ჩავიდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების განსახილველად შესაძლოა რუსეთში ჩავიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ვიზიტი თურქეთში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა თურქულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ის გაურკვეველი ვადით, სულ მცირე, სექტემბრამდე გადაიდება.
როგორც თურქული მედია იტყობინება, რუსეთში ერდოღანის შესაძლო ვიზიტს „მაცვლეულის შეთანხმებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თურქეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო