უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაცია - საგამოძიებო სამსახურმა 35 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სექტემბრის თვეში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 35 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, აქედან 17 დააკავეს. საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ დანაშაულში მხილებული პირებისგან ჯამში, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების 60.715 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულებამ 300 ათას ლარს გადააჭარბა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო